საქმიანობა
“შვიდი“ არის საკვები ინგრედიენტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია საქართველოში. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების ინდუსტრიისათვის საჭირო ინგრედიენტების, დანადგარების და ინვენტარის იმპორტი და რეალიზაცია.
ჩვენ არა მარტო ვაწვდით მწარმოებლებს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს არამედ ვეხმარებით მათ ახალი ტექნოლოგიებით და ექსპერტული ცოდნით. ჩვენ გვაქვს ამბიცია ყოველთვის ვიყოთ მოწინავე კომპანია ყველა იმ მიმართულებით სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ეს მიმართულებებია:
- პურფუნთუშეული პროდუქციის წარმოების ინგრედიენტები
- საკონდიტრო პროდუქციის წარმოების ინგრედიენტები
- ნაყინის წარმოების ინგრედიენტები
- არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ინგრედიენტები
- კვების ინდუსტრიის დანადგარები და ინვენტარი
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. გვაქვს ფილიალები ქუთაისსა და ბათუმში.
საქართველოს გარდა „შვიდი“-ს სამიზნე ბაზრებია ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. ორივე ამ ქვეყნებში ჩვენ გვყავს სანდო პარტნიორები რომლებთანაც წარმატებულად ვთანამშრომლობთ მრავალი წლის განმავლობაში.
კორპორატიული სტრატეგია
ჩვენი მიზანია ჩვენს პარტნიორ კომპანიებს როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ ბაზრებზე შევთავაზოთ მაღალ ხარისხიანი პროდუქცია, ოპტიმალური მომსახურება, პროდუქტების განვითარების ინოვაციური იდეები და ექსპერტული ცოდნა.
ჩვენი პრიორიტეტებია:
- პროდუქციის და მომსახურების მაღალი ხარისხი;
- მსოფლიოში მოწინავე, სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
- პროდუქციის დიდი მარაგები;
- გრძელვადიანი თანამშრომლობა და კმაყოფილი მომხმარებელი;
- ფილიალები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და დისტრიბუციის გამართული ქსელი საქართველოს მთელ ტეროტორიაზე.
ისტორია
„შვიდი“ არის 100% ქართული კომპანია რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. დაარსების დღიდან კომპანია საქმიანობს საკვები ინგრედიენტების სფეროში.
2015 წელს „შვიდმა“ დააფუძნა კომპანია „შვიდი ვაინი“ რომლის საქმოანობაა ღვინის და ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის დამხმარე მასალების, საწარმოო ინვენტარის და დანადგარების იმპორტი და რეალიზაცია. ინფორმაცია იხილეთ: Svidiwine.com
2019 წელს გაიხსნა კომპანიის ფილიალი ქუთაისში. 2020 წელს გაიხსნა ფილიალი ბათუმში.